LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით“, „რუსებს რა უნდათ აქ?.. 92 წლის კაცი ვარ, სოფელი დავტოვოთ და წავიდეთ?“ – სოფელ კირბალის მცხოვრებლები

197
Untitled design

„უპატრონო ქვეყანა.. რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, შვილო. რა უნდა მოხდეს? ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით ქვეყანა, დიდი, პატარა, ჩემი სათქმელი ეს არის“, – ამის შესახებ „მთავარ არხთან“ სოფელ კირბალის მკვიდრმა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრის დროს განაცხადა.

„ამბობენ, რომ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მანქანა კი ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულიაო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

„რა მოხდა, რა ვიცი.. ესროლეს და ვერაფერი ვერ გავიგეთ, კაციშვილს არ უშვებდნენ და ეგ მოხდა. გაფხიზლდით, დადგეს ქვეყანა ფეხზე, შვილო, ნახირი არა, ეკლესია არა, სალოცავი არა, ეს სიცოცხლეა?

სიტყვას იტყვი, იმისიც გეშინია, არავინ მოგივარდეს, არავინ მოგკლას, არავინ გესროლოს“, – ამბობს სოფელ კირბალის მკვიდრი.

„რუსებს რა უნდათ აქ? ეტყობა, რაღაც სიტყვა უთხრა, ეტყობა, მთვრალები იყვნენ რუსები და მაგათ ფეხებზე ჰკიდიათ..

აბა, რა ვიცი, როგორ გაგრძელდება სოფელში ცხოვრება, სოფელი დავტოვოთ და აქედან წავიდეთ, კაცო?

მამა-პაპეული ადგილია, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, 92 წლის კაცი ვარ, სად უნდა წავიდე ახლა მე?“, – ამბობს სოფელ კირბალში მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე.

ბორელი: „ევროკავშირი კატეგორიულად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა“ 

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

„ყველა შიშის ქვეშ ვართ. ეგეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩაცხრილეს“ – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი სოფელ კირბალში გადაასვენეს 

 

“გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, ფეხზე დადექით, მეტი რაღა უნდა მოხდეს?! | კირბალის მაცხოვრებლები

“გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, ფეხზე დადექით, მეტი რაღა უნდა მოხდეს, ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩადეს?!” | კირბალის მაცხოვრებლების მიმართვა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2023

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

magti 5g