LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“ – ლენუკა და ზურა ყიფშიძეები

313
Untitled

„როგორი მამა და ბაბუაა ზურა ყიფშიძე?“ – ამ თემაზე ლენუკა და ზურა ყიფშიძეები გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდნენ.

წამყვანის კითხვაზე – როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან? ლენუკა პასუხობს:

„ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“.

ამის შემდეგ ლენუკამ მამა დაახასიათა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ბავშვური და საყვარელია.

„რაც წლები ემატება, მით უფრო მეტად ბავშვური და საყვარელი ხდება. ზოგჯერ ავიწყდება ჩემი ასაკი, შუაღამის 3 საათზე, როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, შემომხედავს და მეტყვის „არ იძინებ“ – ავიწყდება რომ 80 წლის ვარ და არა 20“,- ხუმრობით ამბობს ლენუკა.

მისი თქმით, ზურა შვილიშვილებისთვის საუკეთესო ბაბუაა.

„არ შეიძლება ბავშვთან ჩხუბი, ყვირილი, ბავშვები უნდა გაართო“ – აღნიშნავს ზურა ყიფშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g