LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ინგლისში ჰაგრიდის ქოხი ქირავდება და მისი აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია

121
Capture

Airbnb-ზე რუბეუს ჰაგრიდის ქოხის ასლი გამოჩნდა. „ჰარი პოტერის“ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის სამყოფელში დარჩენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ქოხი ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ ლივერტონთან მდებარეობს. ამ სოფლის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის კიდევ არაერთი სახლი ქირავდება, თუმცა პოტერიანასთან სხვა არც ერთი არ არის კავშირში.

ჰაგრიდის ქოხი 6 პერსონაზეა გათვლილი, ტერიტორია სასტუმრო ოთახს, საძინებლებს, სააბაზანოს, ბუხარს და საინტერესო დეკორს მოიცავს.

რაც შეეხება ღირებულებას, ფასი სეზონის მიხედვით იცვლება, მაგალითად შემოდგომაზე ქოხის დაქირავება 283 დოლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო ზამთარში ღირებულება 300 დოლარამდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები