LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ჩასულმა ტურისტმა აღმოაჩინა, რომ მის მიერ დაქირავებული ბინა სინამდვილეში აბაზანა იყო იქვე მდგომი საწოლით

124
Capture

ტურისტმა სახლის დასაქირავებელ სერვის Airbnb-ის საშუალებით დაიქირავა ოთახი, რომელიც ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდა აბაზანა, სადაც ტუალეტის გვერდით საწოლი იდგა. Daily Mail-ის ინფორმაციით, შემთხვევა ლონდონში მოხდა.

დევიდ ჰოლცმა სახლი ისე აარჩია და ისე დაჯავშნა, რომ შეფასებებს არ გასცნობია. ადგილზე მისულს კი დახვდა უპატარავესი ოთახი, სადაც საწოლი პირდაპირ აბაზანაში იდგა, მის წინ კი საშხაპე იყო განთავსებული. საწოლსა და ტუალეტს შორის გამჭვირვალე პანელი იყო გაკრული.

ჰოლცი Airbnb-ს დაუკავშირდა, თუმცა საიტისგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო. ტურისტმა მომხდარის შესახებ სოცქსელში პოსტი გამოსდო და ინტერნეტ მომხმარებლები ძალიან გაამხიარულა.

„ყველაფერი გაქვთ, რაც გჭირდებათ, თანაც ერთი ხელის გაშვერაზე“, „სინამდვილეში ყველა ლონდონური ბინა ასეთია“, – წერდნენ მომხმარებლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები