LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებას“ ისეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება“ – კახა კალაძე 

124
კალა მზა

„ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რაზეც კვლევებიც მეტყველებს.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება, როდესაც ქუჩაში დავდივართ, ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. მარტო თბილისში ხომ არ დავდივართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს შეხვედრები.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეებს ძალიან კარგად ხედავს.

კარგად ხედავს იმ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანია, ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა.

შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს,“ – განაცხადა კალაძემ.

„დღეს რომ ჩავატაროთ არჩევნები, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის – დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს“ – ირაკლი ზარქუა „გორბის“ კვლევაზე

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ქართული ოცნება“ – 55%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%

„კვლევა კი არა, დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას.. ჩვენი ამოცანაა, 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობა პირველ ადგილზე გავიდეს – პაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები