LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე თბილისში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

117
New Project (2)

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, 22 ნოემბერს, თბილისში, მასშტაბური ბიზნეს ფორუმი გაიმართება თემაზე „დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები“.

ფორუმზე განხილული იქნება: ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში, ფინანსური მართვის მნიშვნელობა ფინანსებზე წვდომისთვის, ფინანსური გამჭვირვალობა და საგადასახადო ადმინისტრირების ტენდენციები, დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, საგრანტო და თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამები და დაფინანსების მოძიების შესაძლებლობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საჯარო, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რესგიტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g