ახალი მეტროსადგურის “სახელმწიფო უნივერსიტეტის” გახსნიდან სამი დღე გავიდა.
ამ დროის განმავლობაში, სადგურმა 18155 მგზავრი მიიღო.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო.
სამუშაოების დაწყებიდან, “უნივერსიტეტის” მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროს სადგურ „უნივერსიტეტიდან“ ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, მთლიანობაში, სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.
ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.
მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ჩაატარა.