LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin–ის ბინების ფასი 600 000 დოლარიდან იწყება

78

კომპანია Aston Martin მშენებელ G&G Business Developments-თან ერთად, მაიამიში, საკუთარი პროექტის მიხედვით, საცხოვრებელ სახლს ააშენებს. 66 სართულიანი ლუქსის კლასის შენობის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. ეს იქნება მარკის პირველი პროექტი უძრავი ქონებისა და დიზაინის სფეროში.

Aston Martin Residences-ის პროექტზე შეფ დიზაინერი, მარეკ რეიჰმანი იმუშავებს. მას ახალი სტილისა და საცხოვრებელი სივრცეების ინტერიერების შემუშავება მოუწევს. შენობის განსაკუთრებულობა მისაღებში კარბონის ბოძები იქნება, კარებებს კი სპეციალურად Aston Martin Residences-სთვის შექმნიან და მასში ტყავის ჩანართები იქნება დატანილი.

მყიდველებისთვის 391 ბინა იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის შვიდი პენტჰაუსი და ერთი დუპლექსი – თითოეული მათგანი კერძო აუზით. 52-ე და 55 საერთულებს შორის კი გასართობი ზონა განთავსდება. იქნება ფიტნეს ცენტრი ხედით ოკეანეზე, კრივის დარბაზი, გოლფის ვირტუალური მოედანი, სამხატვრო გალერეა და ორი კინოთეატრი.

Aston Martin Residences-ის ბინების ფასი 600 000 დოლარიდან 50 მილიონ დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები