LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია და იმედოვნებს, რომ მალე კარგი ამბები იქნება

173
beniamin-netaniahu_w_h

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია და იმედოვნებს, რომ მალე კარგი ამბები იქნება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა

„არ გავჩერდებით, ვიდრე პირველი მიზანს, „ჰამასის“ აღმოფხვრას არ მივაღწევთ. მეორე მიზანი მძევლების გათავისუფლებაა, ამ მხრივ პროგრესი გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ ახლა ღირს ბევრის თქმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე კარგი ამბები იქნება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ამ საღამოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე სამხედრო კაბინეტის სხდომა გაიმართება მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, სააგენტო „როიტერთან“ „ჰამასის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან.

ჯო ბაიდენი – „მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება.. გაძელით, ჩვენ მოვდივართ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g