მსახიობ, ია ფარულავას, ნაკლებად ცნობილი კადრები – „ინსტაგრამზე“ ვრცელდება ჰოლივუდში, ჯორჯ ჟდანოვის სამსახიობო სტუდიაში გადაღებული კადრები, რომელშიც ია ფარულავა დამწყებ მსახიობებს მასტერკლასს უტარებს.
ის 1994 წლის ფილმში From Russia to Hollywood დამწყებ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ცხოვრებისას ია მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და ფილმში გადაიღეს.
ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია და 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.