LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გერმანიის ხელისუფლებას კლიმატის უფრო სწრაფად დაცვა დაავალა

148
Climate-Referendum-Berlin-c-Gilly-Unsplash

გერმანიის მთავრობა ვალდებულია, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად მიიღოს პროგრამა, რომელიც ტრანსპორტისა და მშენებლობის შედეგად გარემოს დაბინძურებას შეამცირებს. ასეთი გადაწყვეტილება ბერლინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეკოლოგიური ორგანიზაციის სარჩელის შედეგად მიიღო.

2021 და 2022 წლებში გერმანიაში მავნე გამონაბოლქვმა ყველა დაშვებულ ნორმას გადააჭარბა. ასეთ სიტუაციაში კი კლიმატის დაცვის კანონის მიხედვით, ხელისუფლებას სასწრაფო ქმედების პროგრამა უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ჰაერის დაბინძურების დიდ ნაწილზე ტრანსპორტია პასუხისმგებელი. ამიტომ ევროკავშირი გეგმავს, რომ მავნე გამონაბოლქვი 2030 წლისთვის 55%-ით შეამციროს, 2050 წლისთვის კი ნულოვან დონემდე ჩამოიყვანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები