LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედაჩემი შვილების გარეშე არსად არ დადიოდა..გადაღებაზე სვიტრებს გვიქსოვდა, უცებ სცენაზე დადგებოდა როლს ითამაშებდა..მადლობა იმისთვის, რომ ის იყო დედაჩემი“ – ნიკუშა შენგელაია სოფიკო ჭიაურელზე

365
BeFunky-collage

ნიკუშა შენგელაიამ დედის, სოფიკო ჭიაურელის შესახებ „რუსთავი 2“-თან ისაუბრა.

შენგელაიამ გაიხსენა, როგორ ახერხებდა ლეგენდარულ ქართველ მსახიობი აქტიური ცხოვრების პარალელურად, შვილებთან ურთიერთობას და როგორი იყო სიცოცხლის ბოლო წუთებში სოფიკო, რომელიც მძიმე სენმაც კი ვერ გატეხა.

„სანამ გყავს ცოცხალი დედა, ინარჩუნებ ბავშვობას, ის არის ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად თავის სიცოცხლეს გჩუქნის.

ყველაზე მეტად მახსენდება დედაჩემის სუნი და ღიმილი…

დედაჩემი შვილების გარეშე არსად არ დადიოდა…გადაღებაზე სვიტრებს გვიქსოვდა, უცებ დადგებოდა როლს ითამაშებდა…

როცა დედა შენ გვედითაა, მადლობას არ ეუბნები, ამის თქმა ახლა ძალიან მინდა.

მინდა მადლობა ვუთხრა იმ ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მომანიჭა. მადლობა იმისთვის, რომ ის იყო დედაჩემი..ახლა დედაჩემის ნახვის საშუალება რომ მქონდეს, არაფერს არ ვეტყოდი, ჩავეხუტებოდი და აღარ მოვშორდებოდი“ – აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g