LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელაში სულ მალე პირველ 7-ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნიან

39

ვენესუელაში სულ მალე პირველ 7-ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნიან. სასტუმრო Humboldt დედაქალაქში აშენდება და სასიხარულო სიახლე მოსახლეობას თავად ქვეყნის პრეზიდენტმა – ნიკოლას მადურომ ამცნო. პირველი პირის განცხადებით, სასტუმრო მთლიანად განახლდება და 7 ვარსკვლავსაც მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პირველი 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩინეთშიც გაიხსნა. Wanda Reign on the Bund შანხაიში აშენდა და პროექტზე 515 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მანამდე კი 2016 წლის ივლისში, 7-ვარკსლავიანი სასტუმრო საქართველოშიც გაიხსნა – The Biltmore Hotel Tbilisi-ს კომპლექსი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები