„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ გუშინ საკუთარ ფეისბუკგვერდზე საჯაროდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ მის წინააღმდეგ „არაერთი ჭორი და დამონტაჟებული ვიდეომასალა გავრცელდა“ და „საზიზღრობის შემქმნელების და გამავრცელებლების წინააღმდეგ, აუცილებლად შეიტანს სარჩელს და არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.
მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
აღნიშნული პოსტის გავრცელების შემდეგ, მომღერალს სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, რომელთა შორისაც ჟურნალისტები, იურისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსებიც არიან.
იურისტი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის „ვიდეო ფაბრიკაცია, რაზეც ბაბი კირკიტაძე საუბრობს დანაშაულია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული“.
„ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება და პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტები სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ.
ვიდეო ფაბრიკაცია, რაზეც აქ საუბრობს ბაბი კირკიტაძე დანაშაულია და სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული“, – წერს თამთა მიქელაძე.
ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი.ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება და პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ…Posted by Tamta Mikeladze on Thursday, December 7, 2023
პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე Facebook პოსტში აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ამბავს სჭირდება მკაცრი რეაგირება, რეალურად გამოძიება და კანონის აღსრულება.
„არ სრულდება ამ ქვეყანაში ეს საშინელი მეთოდები ადამიანების წინააღმდეგ! ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება, რაიმე ახალი კი არა, რეალურად გამოძიება და კანონის აღსრულება, დასჯა! იმიტომ ბედავენ, არავინ არასდროს რომ არ ისჯება!!“, – წერს ხათუნა სამნიძე.
არ სრულდება ამ ქვეყანაში ეს საშინელი მეთოდები ადამიანების წინააღმდეგ! ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება, რაიმე ახალი კი…Posted by Khatuna Samnidze on Thursday, December 7, 2023
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, „საქმე გვაქვს წარმოუდგენელ სიბინძურესთან“.
„იმედია შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს და უმკაცრესად დასჯის სიბინძურის ავტორებს. Babi Kirkitadze – ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ?“, – წერს ანა წითლიძე.
წარმოუდგენელ სიბინძურესთან გვაქვს საქმე.იმედია შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia -…Posted by Ana Tsitlidze on Thursday, December 7, 2023
ბაბი კირკიტაძის მიმართ სოლიდარობას უმრავლესობის დეპუტატი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანიც გამოხატავს. Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ნინო წილოსანი იმედს გამოთქვამს, რომ „ყველა ვინც ჩართული იყო ამ სიბინძურის მომზადებასა და გავრცელებაში სათითაოდ აგებს პასუხს“.
„ეს დღეები ბაბიზე უაზრო ღლიცინს რომ უერთდებოდა საზოგადოება, იმან გამოკვება უფრო მეტი საზიზღრობა და უკვე დანაშაულის ფორმა მიიღო ❌
იმედი მაქვს ყველა ვინც ჩართული იყო ამ სიბინძურის მომზადებასა და გავრცელებაში სათითაოდ აგებს პასუხს ‼️
Babi Kirkitadze ✊ მიდი ბოლომდე მიიყვანე ეს საქმე“, – წერს ნინო წილოსანი.
ეს დღეები ბაბიზე უაზრო ღლიცინს რომ უერთდებოდა საზოგადოება, იმან გამოკვება უფრო მეტი საზიზღრობა და უკვე დანაშაულის ფორმა…Posted by Nino Tsilosani on Thursday, December 7, 2023
მომღერალს სოლიდარობა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემაც გამოუცხადა და გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, რომ „ავადმყოფი ადამიანების დაუსჯელობა და წახალისება ამ ქვეყანაში უნდა ამოიძირკვოს“.
„სოლიდარობა ბაბი კირკიტაძეს და ამ ავადმყოფი ადამიანების დაუსჯელობა და წახალისება და მორალს და ადამიანობის მიღმა არსებული მეთოდები როდისმე ხომ უნდა ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში?! Babi Kirkitadze“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე.
სოლიდარობა ბაბი კირკიტაძეს და ამ ავადმყოფი ადამიანების დაუსჯელობა და წახალისება და მორალს და ადამიანობის მიღმა არსებული მეთოდები როდესმე ხომ უნდა ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში?! Babi KirkitadzePosted by Lagazidze Khatuna on Thursday, December 7, 2023
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ბაბი კირკიტაძე დასაცავია და ქალების უფლებების დაცვა შერჩევითი არ უნდა იყოს“.
„ეს თუ სიმართლეა, ეს გოგო დასაცავია. ქალების უფლებების დაცვა შერჩევითი არ უნდა იყოს“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.
ეს თუ სიმართლეა, ეს გოგო დასაცავია. ქალების უფლებების დაცვა შერჩევითი არ უნდა იყოს.Posted by Natia Mezvrishvili on Friday, December 8, 2023