ზამთარში აუცილებელია ავტომობილს შესაბამისი საბურავები ეყენოს. დაბალი ფასის გამო, მეორადი ზამთრის საბურავები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე გვირჩევს, რომ მისი ყიდვისას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ წლოვანებას.
„თუ ის 5 წელიწადზე მეტისაა, რეზინი თავის ფუნქციას კარგავს, ხისტი ხდება და თითქმის აღარაფრით განსხვავდება ზაფხულის საბურავისგან“, – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ინტერვიუში, მევლუდ მელაძე.
მევლუდ მელაძე მძღოლებს ურჩევს, რომ ზამთრისთვის ისეთის საბურავები აარჩიონ, რომლებსაც ფიფქი ახატია.
„წლოვანება საბურავს, ერთ-ერთ გვერდზე ექნება. დაახლოებით, ცერა თითის ზომის ჩაზნექილ ადგილას, 4 ციფრი წერია. აქედან პირველი ორი აღნიშნავს, რომელ კვირასაა საბურავი წარმოებული, მეორე ორი – წელს. მაგ: 2414 ნიშნავს 2014 წლის 24-ე კვირას დამზადებულ საბურავს.
ზამთრისთვის უკეთესია ის საბურავი, რომელსაც ან ფიფქი ახატია ან პირდაპირ აწერია, რომ ზამთრისთვისაა განკუთვნილი“, – განმარტა მელაძემ.