LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, „დედაენის ბაღსა“ და მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ იფუნქციონირებს

214
Untitled design (1)

დღეიდან 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, „დედაენის ბაღსა“ და მიმდებარე ქუჩებზე „საახალწლო სოფელი“ იფუნქციონირებს.

ორბელიანის მოედანსა და „დედაენის ბაღში“ „საახალწლო სოფელი“ უკვე გაიხსნა.

სტუმრებისა და ბავშვების კარგ განწყობაზე თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

თოვლის ბაბუა პატარებს „დედაენის ბაღში“ მოწყობილ „სანტას სახლში“ მიიღებს.

ამასთან, წელს პირველად, ორბელიანის მოედანზე მოწყობილია საციგურაო მოედანი.

7 იანვრამდე დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობები.

ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან.

„საახალწლო სოფლებში“ მათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული სივრცე და ტკბილეულის ფესტივალი დახვდებათ.

„ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ახალ წლამდე ორი კვირით ადრე აგვეხდინა ოცნება“ – ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მმართველმა გუნდმა საზოგადოებას მიმართა 

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ კახა კალაძემ აანთო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g