თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, ავსტრიის ლიდერი ავიახაზები – Austrian Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს.
ავსტრიული ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით 2024 წლის მაისიდან იფრენს.
პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს შორის კვირაში სამჯერ შესრულდება.
Austrian Airlines-ი 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტია. „ლუფტჰანზა ჯგუფის“ წევრი ავსტრიის ავიახაზების გლობალური მარშრუტების ქსელი 120-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.