LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამოტრიალებულ პირამიდას” კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

152

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უშნო ნაგებობას სლოვაკეთის კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სლოვაკური რადიოს შენობა, რომელსაც ადგილობრივებმა „ამოტრიალებული პირამიდა“ შეარქვეს – ამიერიდან განსაკუთრებულ სტატუსს ატარებს. ნაგებობა ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, ნაწილი მას უნიკალურად და მოდერნიზმის ნიმუშად თვლიდა, ნაწილი კი არქიტექტურულ შეცდომად. „The Telegraph”-მა რადიო მსოფლიოს 30 ყველაზე უშნო შენობათა სიაშიც კი შეიყვანა. თუმცა, როგორც ჩანს, სლოვაკებს შენობა ძალიანაც მოსწონთ და კულტურული ძეგლის სტატუსიც სწორედ ამიტომ მიანიჭეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები