LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Red Bull Racing ახალ ავტომობილს 19 თებერვალს გამოაჩენს

30

ავსტრიულმა კოლექტივმა Red Bull Racing-მა თავისი ახალი ავტომობილის პრემიერის თარიღი დაასახელა. ავტომობილი ინდექსით RB14 მომავალ კვირაში, 19 თებერვალს გამოჩნდება.

შესაბამისი ინფორმაცია Twitter-ზე, გუნდის ოფიციალურ მიკრობლოგზე გაჩნდა. Red Bull Racing სამწუხაროდ ახალ ავტომობილზე არაფერს ამბობს. აღსანიშნავია, რომ წელს გუნდი ტრადიაციას შეცვლის და პრეზენტაციას ერთ-ერთი პირველი გამართავს და არა ბოლო.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს თავის „შვილობილს“ ინდექსით FW41 ბრიტანული Williams-ი წარმოადგენს. შემდეგ კი, 20 თებერვალს ონლაინ რეჟიმში ოფიციალურ საიტებზე ფრანგული Renault და შვეიცარიული Sauber წარმოადგენენ თავიანთ სიახლეებს. მომდევნო დღეს Ferrari-სა და Mercedes-ის ავტომობილების დებიუტი შედგება, 23 თებერვალს კი McLaren-იც გამოაჩენს ავტომობილს.

და ბოლოს, Toro Rosso-სა და Haas F1-ის კოლექტივებს ავტომობილებს საზოგადოება 2 თებერვალს იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები