სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზედაც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს, რომელზედაც იოსებ სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს.