როგორც ცნობილია, პოპის დედოფალი მადონა სადღესასწაულო ტურნეში, The Celebration Tour იმყოფება. არტისტმა უკვე მოასწრო საოცრად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი კონცერტების ჩატარება.
ამჯერად ლეგენდარულმა არტისტმა „ინსტაგრამზე“ პერფორმანსის სამზადისის კადრები გაგვიზიარა. ფოტოებში ის საგრიმიოროში იმყოფება, მას მაკიაჟს უკეთებენ.
„მანამდე, პროცესში და შემდეგ…“ – წერს მადონა, რომელიც როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია.
„დიდი მადლობა გურამ“ – მადონა გურამ გვასალიასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს