წყალტუბოში, მწერალ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, მუზეუმის ნაწილში ხანძარი გაჩნდა.
ფაქტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა ოტია იოსელიანის რძალმა, უმცროსი ოტია იოსელიანის მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა, რომელიც ამავე სახლში მეუღლესთან და პატარა ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს.
როგორც ნუცამ ვიდეოჩართვებში აღნიშნა, მუზეუმის ზედა მხარე მთლიანად დაიწვა:
„მუზეუმში ხანძარი გაგვიჩნდა, რაც მთავარია, მსხვერპლის გარეშეა. მუზეუმის ზედა მხარე მთლიანად დამწვარია და ყველაფერი წყლით არის სავსე.
გადარჩენილები ვართ, სახანძრო ძალიან სწრაფად მოვიდა.. შეხედეთ, მთლიანად დამწვარია.
ძირითადად ჩემი ნივთები დაიწვა, თუკი რამ საჩუქარი გამოუგზავნიათ ბოლო დროს ჩემთვის და დაჩისთვის, რაც დაწვას გადარჩა, წყალმა გააფუჭა, მაგრამ ძალიან დიდ უბედურებას ავცდით, მთავარია, მუზეუმი ფეხზე დგას“, – ამბობს ნუცა ცისკარიშვილი.
„პირველი თოვლი დაჩისთან ერთად“ – ნუცა ცისკარიშვილი უსაყვარლეს ოჯახურ კადრებს აზიარებს
ნუცა ცისკარიშვილი: „სიზმარი, რომელიც ამიხდა!.. ცხოვრების აზრი, დაჩი და ოტია იოსელიანები…“