სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი ეხმიანება და შენდობას ითხოვს.
როგორც არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში წერს, „ხატის ტაძარში დაბრძანება საპატრიარქოსთვის უნდა ეცნობებინა“.
„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.
ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“, – წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.
მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე,ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,შექმნილი ვითარების გამო, შენდობას…
Posted by არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი on პარასკევი, 12 იანვარი, 2024
ცნობისათვის, საპატრიარქო წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართავს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამავე თემაზე:
„ორი წელია ამ ხატს ვუყურებ და სტალინი საერთოდ ვერ შევამჩნიე“ – მეუფე ნიკოლოზი