ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში მოქალაქე დააკავეს.
65 წლამდე მამაკაცს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა.
ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
გორის მუნიციპალიტეტში ძაღლი დაჭრეს