ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს. „ოსკაროსანი“ მსახიობი და მისი საყვარელი მეუღლე კალიფორნიაში საყიდლებზე იყვნენ გამოსულები და პარალელურად ქუჩაში გაისეირნეს. 67 წლის მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავი ფერის ანსამბლსა და ჯინსის ქურთუკში. რიტა უილსონი კი, ჯინსებსა და თეთრ ქურთუკში იყო გამოწყობილი.
წყვილი 1988 წლიდან ერთადაა, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ტომ ჰენქსისა და რიტა უილსონის წყვილი, დღემდე ყველაზე მყარ წყვილად რჩება ჰოლივუდში.
ვიდეო: „მოშორდით ჩემს ცოლს“ – განრისხებულმა ტომ ჰენკსმა ემოციურ ფანს შუა ქუჩაში უყვირა