მსახიობი შორენა ბეგაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს.
კითხვაზე – კინოში ან სერიალში არ გამოჩნდებით? შორენა პასუხობს: „მე ჩემი კინო მაქვს“.
-ძალიან მომენატრა თქვენი გამოჩენა გადაცემებში, იმედია, დაბრუნდებით.
-და აი, რა. ვიარო გადაცემებში და მერე ვიკითხო კომენტარებში, როგორი მახინჯი ვარ, ცოტა მომწყინდა.
-მალდივებზე ვაპირებ წასვლას და ღირს, თუ დუბაი ჯობია?
-სულ წვიმს მალდივებზე, ვერ გავუგე. საჭმელიც დიდი არაფერი, თუმცა საოცარი სილამაზეა.
-კაცს როგორ უნდა მოვანდომოთ, რომ ჩვენზე იზრუნოს? ეს ეტაპი როგორ იწყება?
-კაცი ან ზრუნავს, ან არა, ვერ ასწავლი, ვერ მოანდომებ.
– ძალიან მაინტერესებს სიმაღლე და წონა, ულამაზესი ხარ.
-სიმაღლე 1.68, წონა 68 -70. ისეთი გამხდარი, როგორც ადრე ვიყავი, აღარ ვარ.
ყველაზე მეტი კითხვა ბოიფრენდზეა, წერს შორენა და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, მაგრამ რჩეულის სახე შავი გულით არის დაფარული.