ბოლო რამდენიმე თვეა არ წყდება საუბარი ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის რომანის შესახებ. აქამდე მათი მხოლოდ რამდენიმე ერთობლივი ფოტო იყო გავრცელებული, უკანასკნელმა ფოტომასალამ კი საბოლოოდ გააქარწყლა ყველანაირი ეჭვი. 48 წლის ბრედლი და 28 წლის ჯიჯი ერთმანეთს მართლაც ხვდებიან.
წყვილი ნიუ-იორკში ხელიხელჩაკიდებულები გადაიღეს. ამ დღეს „ოსკარის“ ნომინანტი მსახიობი ლურჯ მანტოსა და ცისფერ ქუდში იყო გამოწყობილი, მოდელს კი ტყავის ქურთუკი და კრემისფერი შარვალი ამშვენებდა.
ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდის ფერმის გვერდით სახლი იყიდა – ახალი დეტალები
პაემანი წვიმიან ნიუ-იორკში – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი სეირნობის დროს გადაიღეს