LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ძალიან ეკოლოგიური ხელოვნური თოვლი გამოიგონეს

162
29666848

ბარსელონას ინსტიტუტის მეცნიერებმა ხელოვნური თოვლის შექმნის ახალი, ბევრად უფრო ეკოლოგიური მეთოდი შეიმუშავეს. გამოცემა KSL-ის ინფორმაციით, ეს მეთოდი სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, რომ თოვლის შესაქმნელად საჭირო ენერგია 30%-ით დაზოგონ.

ამჟამად სათხილამურო კურორტების 95% იძულებულია თოვლი ხელოვნურად აწარმოოს, რათა კლიმატის ცვლილების პირობებში მუშაობა განაგრძოს.

წყალში, რომლითაც თოვლს ამზადებენ, მინერალების დამატება სურთ. მიზეზი – ღრუბლებში მიმდინარე პროცესის იმიტაციაა. მინერალების დახმარებით შედარებით მაღალ ტემპერატურაზე, დიდი რაოდენობით ელექტროენერგია დაიზოგება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი მეთოდი მზა თოვლის ოდენობას 90%-მდე გაზრდის.

როგორც გამოცემა აზუსტებს, ეკოლოგიურ თოვლს მომავალი 3 წლის განმავლობაში ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე კურორტებზე დატესტავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები