დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანებია. შემოდგომაზე, არჩევნებში ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება პოლიტიკაში, ქვეყანა საფრთხეშია.
„სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს, შეიძლება ითქვას, საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წელს დავამარცხეთ ჩვენ, ყველამ ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მანამ, სანამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, იგივე ხალხთან, იგივე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის არჩევნებში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს