LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: „არ სტკივა და იმიტომ.. საქართველო არ არის სალომე ზურაბიშვილის სამშობლო“

159
ing

„არც ეროვნული თვითმყოფადობის, არც სახელმწიფო სუვერენიტეტის, არც ტერიტორიული მთლიანობის შესახებ დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან, არ სტკივა და იმიტომ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, „საქართველო არ არის სალომე ზურაბიშვილის ქვეყანა და მისი სამშობლო“.

„უბრალოდ, შეუძლებელია, ადამიანს ჰქონდეს ორი სამშობლო და როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, ის, სამწუხაროდ, ირჩევს ერთ-ერთს და მან ეს არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი გააკეთა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას, ეს არჩევანი გააკეთა მაშინ, როდესაც მისი ორივე შვილი მოულოდნელად დააწინაურეს და მაღალ თანამდებობებზე გადაიყვანეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე: „საინტერესო არ იყო არაფერი“ 

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. დღესვე, დეპუტატებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წლიური მოხსენებით პრეზიდენტმა მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს 

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი – ჩვენ ეს შევძელით! 

„ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას – შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

„მივმართავ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?“ – ზურაბიშვილი კობახიძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g