LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 74.73%-ით შემცირდა

139
ფული

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების უახლესი სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2024 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა – ფულადი გზავნილების ოდენობამ 67.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 74.73%-ით კლებაა.

2024 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვრის (26.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g