LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ლენი კრავიცი სცენაზე ახალი დისკით ბრუნდება

240
ლენი-კრავიცი

ლენი კრავიცის სახელი ახალი წლის სტარტიდანაც აქტუალურია. იანვრიდან დღემდე ის არაერთ კინო-ტელე თუ მუსიკალურ მოვლენაზე გამოჩნდა და მის ასაკში მყოფი ყველა მამაკაცისთვის შესაშუარი და სასურველი სხეულის ფორმების გამო, საზოგადოებისგან დადებითი შეფასებაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2024 ამერიკელი არტისტისთვის საიუბილეოა, რადგან 26 მაისს, 60 წლის ხდება.

ცნობილი გახდა, რომ დაბადების დღემდე საკულტო მუსიკოსი თითქმის ექვს წლიან მუსიკალურ დუმილს დაარღვევს. მან 15 მარტს, მე-12 სტუდიური ალბომის – Blue Electric Light გამოსვლა დააანონსა. გაირკვა, რომ დისკის მხარდასაჭერად ის მსოფლიო ტურნეშიც გაემგზავრება, რომელიც ევროპასაც მოიცავს.

მომავალი ლონგფლეის ლიდ სინგლია – TK421. სიმღერის რელიზი 2023-ის 13 ოქტომბერს შედგა.

ცნობისთვის, ლენი კრავიცის ჰონორებს სულ მალე კიდევ ერთი საპატიო პრემია დაემატება. 18 თებერვალს, People’s Choice Awards-ზე მას სპეციალურ ჯილდოს – Music Icon გადასცემენ. საღამოზე მისი პერფორმანსიც შედგება, სადაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაწერილ ოქროს ჰიტებს შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები