LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინიშნება თუ არა ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად – რას ამბობს ბესელია გავრცელებულ ინფორმაციაზე

204
Untitled design

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება.

„ფორტუნასთან“ საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნული უარყო და განმარტა, რომ შეწყალების კომისია საერთოდ არ არსებობს და პრეზიდენტს ის 5 წელია გაუქმებული აქვს.

„არა. არ არსებობს შეწყალების კომისია. საერთოდ არ აქვს პრეზიდენტს 5 წელის გაუქმებული აქვს“, – განუცხადა ფორტუნას ეკა ბესელიამ.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად დანიშნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g