LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Maserati-ს სუპერქარი ავარიამ შუაზე გადახსნა

148
maserati

სუპერქარი Maserati MC20 ხესთან დაჯახების შემდეგ ორად გადაიხსნა. უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები ავტომწარმოებლებს უამრავი ტესტის გავლას ავალდებულებს, მანამ სანამ ახალ მოდელს სერიულ წარმოებაში ჩაუშვებენ. თუმცა, რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს ავტომობილი, მძღოლი შესაძლოა მაინც აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში როცა არამხოლოდ ელექტრონული დამხმარეები, არამედ ძარის სტრუქტურაც კი უძლურია. სწორედ ამაში დარწმუნდა სუპერქარი Maserati MC20-ის მეპატრონე, რომელიც ტეხასში მომხდარ ავარიას შეეწირა.

სასიკვდილო ავარია ჰიუსტონის გზაზე მოხდა. შავ-წითელ ფერში შესრულებული Maserati გზიდან გადავარდა და ხეს დაეჯახა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ იტალიური სპორტქარი შუაზე გადაიხსნა. უკანა ნაწილი, სადაც ძრავა იყო განთავსებული, სალონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დავარდა. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები