პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, საქართველოს 4 მოქალაქეს მანქანა შეეჯახა. დაშავებულია ორი ზრდასრული მამაკაცი და ორი 13 წლის მოზარდი, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანა, რომელსაც 90 წლის კაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გუში, 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15 საათის შემდეგ მოხდა.