თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება და ეს სტანდარტი შენარჩუნდება.
„გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“ – კახა კალაძე მესამე ვადით დედაქალაქის მერად არჩევაზე
„არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს. საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ტარდებოდა. 2012 წლის შემდეგ ყველამ იცის, როგორ ვატარებთ არჩევნებს და ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული.
ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს მისი ხედვები და შეხედულებები, თუმცა არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.