LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასკის განცხადებით, Neuralink-ის პირველმა პაციენტმა მაუსი გონებით გააკონტროლა

164
page

ცოტა ხნის წინ ილონ მასკის კომპანიამ ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მან აზრის ძალით მაუსის კურსორის კონტროლი ისწავლა. 

„პროგრესი აშკარაა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, ნერვული ეფექტები აღდგენილია და ახლა მას ეკრანზე მაუსის კურსორის გადაადგილება მხოლოდ ფიქრით შეუძლია“, – აცხადებს მასკი.

Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ. Neuralink-მა ადამიანს ჩიპი პირველად იანვრის ბოლოს ჩაუნერგა. ოპერაცია პარალიზებული კიდურების მქონე პაციენტს ჩაუტარეს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები