LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდება მსოფლიო ახალ წელს

94

თანამედროვე, ტრადიციული, მაღალი დონის ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: გთავაზობთ 5 ქვეყნის 5 ქალაქს, რომელიც შეიძლება თქვენი საუკეთესო არჩევანი გახდეს ახალი წლის შესახვედრად. 

  1. ლონდონი, ინგლისი

დაუვიწყარი ახალი წელი ინგლისის ყველაზე გრძელი მდინარე ტემზადან ჯერ კიდევ 31 დეკემბერს საღამოს 5 საათზე დაიწყება. ტურისტებსა და იქ მისულ ადამიანებს ბილეთების შეძენა დასჭირდებათ, გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება. ერთ ადამიანს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. თუმცა ვინც ამ ბილეთების დაჯავშნას ვერ მოასწრებს, ლონდონი უამრავ სხვა გასართობ ღონისძიებებსაც თავაზობს, რომლებიც London Eye-ს სიახლოვესაა დაგეგმილი.

london

  1. დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები

 ყოველ ახალ წელს დუბაის მილიონობით ტურისტი სტუმრობს. აქ შეგიძლიათ ახალ წელს ყველაზე თანამედროვედ და ექსტრავაგანტულად შეხვდეთ. თუ  გნებავთ ვარსკვლავური გახადოთ თქვენი ახალი წელი, ეს მარტივია: უბრალოდ უნდა ესტუმროთ დუბაის მთავარ მოედანს, სადაც მსოფლიოს პოპ ვარსკვლავები გამართავენ კონცერტს. ასევე საყვარელ ადამიანთან ერთად შეგიძლიათ ახალ წლის საღამოს გატარება დუბაის საოცარ კრუიზებზე.

dubai

  1. ბერლინი, გერმანია

გერმანიაში ახალი წელი ბერლინის გულიდან იწყება. მხიარული წვეულება ბერლინის მონუმენტის, მშვიდობის სვეტისა და ბრანდენბურგის კარიბჭის შუაგულში გაიმართება. გრანდიოზული გახსნა, მილიონობით ადამიანი, სადღესასწაულო ატმოსფერო და სხვა უამრავი გასართობი, ეს ყველაფერი ბერლინშია მოსალოდნელი.

berlini

  1. პარიზი, საფრანგეთი 

არისტოკრატული შუაღამე პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქი მათთვისაა, ვისაც უყვარს ხარისხი. პარიზი გთავაზობთ ახალი წლის შეხვედრას მონმარტრის რესტორნებში, ეგზოტიკურ ვახშამს კაბარეში, მიმზიდველ შოუს „Moulin rounge”-ში და დიდებულ საღამოს „lido de paris”-ში ორკესტრთან ერთად.   

paris

  1. რომი, იტალია

რომანტიული და არაჩვეულებრივი ისტორიის მქონე რომი შესაძლოა საუკეთესო გადაწყვეტილება გახდეს 2016 წლის ახალი წლის აღსანიშნავად. შექმენით საკუთარი რომაული არდადეგები და ისიამოვნეთ საუკეთესო სასტუმროებით, უგემრიელესი სამზარეულოთი, კონცერტებითა და ულამაზესი ფეიერვერკებით. უდიდესი წვეულება იგეგმება პიაცა დელ პოპოლოზე. ამის გარდა, კოლიზეუმი ყველაზე პოპულარული ადგილია, სადაც შეკრებილი ადამიანები ბოლო წამებს ითვლიან ახალი წლის დადგომამდე და ბოლოს, ვილა ბორგეზე შეგიძლიათ ნახოთ ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და ფეიერვერკები.

romi

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები