LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იაპონიის პოლიციის ავტო პარკში საკულტო Toyota Land Cruiser გამოჩნდა

175
land-cruiser

იაპონიის პოლიციისთვის მოდიფიცირებული ყველგანმავალი Toyota Land Cruiser დაამზადეს. საპატრულო ავტომობილი საგას პრეფექტურაში უკვე გამოჩნდა. მანქანა ადგილობრივი პატრულისთვის ტრადიციულ შავ-თეთრ ფერში შეღებეს, ასევე დამატებითი გადამცემებით, წინა ბამპერით და სახურავზე მანათობელი პანელით აღჭურვეს. გარდა ამისა, Land Cruiser-ს დაუმატეს უამრავი დევაისი, რომელიც პატრულს აუცილებლად გამოადგება.

მთავარი ცვლილებები რა თქმა უნდა, ავტომობილის სალონში მოხდა. შიგნით დაამონტაჟეს პოლიციის რადიოსადგური, ციმციმებისა და სირენების მართვის ღილაკები, ასევე ცეცხლმაქრი.

საპატრულო Land Cruiser-ის კაპოტის ქვეშ 4,7 ლიტრის ბენზინის V8 ძრავაა მოთავსებული, აგრეგატის სიმძლავრე 235 ცხენის ძალას შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები