პორტალმა Vignetteswitzerland.com ევროპული კომისიის სატრანსპორტო უსაფრთხოების მონაცემები გააანალიზა და დაადგინა, თუ რომელ ქვეყნებშია ავტომობილის მართვა ყველაზე საშიში. სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს გზებზე სიკვდილიანობას ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე.
აღმოჩნდა, რომ სტატისტიკის მიხედვით ყველაზე საშიში ქვეყანა რუმინეთია: 2022 წელს ქვეყანაში 85,81 სასიკვდილო ავარია დაფიქსირდა, რაც კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ეს 10,26%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2012 წლის მაჩვენებელი.
მძღოლებისთვის საშიში ქვეყნების მეორე ადგილს სერბეთი, მესამეს კი – ბულგარეთი იკავებს. მეოთხე და მეხუთე პოზიცია ხორვატიამ და პორტუგალიამ გადაინაწილეს.