LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,მამაჩემის დახმარებით და გადაწყვეტილებით გამაშვილეს, არასდროს ვაპატიებ” – გაშვილებული ტყუპი დების ისტორიის უცნობი დეტალები

1750
befunky-collage-2024-03-03t235229.429-2024-03-03_23-53-08_304690

გაშვილებული ტყუპი დები, ანო და თაკო სართანიები გადაცემის ,,ნოესთან” სტუმრები არიან, რომლის ეთერშიც თავიანთ ისტორიას ჰყვებიან.

როგორც ანო სართანია საუბრობს, მისი გაშვილების გადაწყვეტილება მამამ მიიღო, დედას კი უთხრეს, რომ მშობიარობისას დაიღუპა.

,,20 ივნისს ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ იმშობიარა და ვიღაცების, უფრო ზუსტად კი მამაჩემის დახმარებით და გადაწყვეტილებით გამაშვილეს. არასდროს ვაპატიებ.

დაწვრილებით დეტალები არავინ იცის. ამბობენ, რომ დედაჩემი მშობიარობის შემდეგ გაითიშა, თუმცა რამდენად მოხდა ასე, საკითხავია. სამი დღე იყო კომაში. სისულელეა, რომ მშობიარობის შემდეგ ეგრევე გაითიშა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ დააძინეს. რომ შევხვდით, მითხრა, რომ ორივეს ტირილი ესმოდა. როგორ მოკვდებოდა ბავშვი მაშინ, როდესაც ტირილი გავიგეო. ჩემი და მეუბნებოდა, დედაზე არ გაბრაზდე, რადგან სანამ ჩვენ გვიპოვიდა, ცოცხალ მკვდარი იყოო”, – საუბრობს ანო სართანია.

ვიდეო: „ჩვენამდე მოვიდა ამბავი, რომ ბიოლოგიურმა დედამ იცის ჩვენს შესახებ” – გაშვილებული ტყუპი დები

ვიდეო: გაშვილებული ტყუპების დაუჯერებელი ამბავი – როგორ იპოვეს დებმა ერთმანეთი

“მესიზმრებოდა პატარა გოგო, რომელიც მესაუბრებოდა” – გაშვილებული ტყუპი დები საერთო შიშებსა და სიზმრებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g