LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ელისო, ჩემი გულის ვარდის აყვავებული ყლორტი ხარ“, „რამდენი ხანიც ვიცოცხლებ, მინდა იმდენი ხანი იყო.. რომ ჩემს სუნთქვას და წამებს აზრი ჰქონდეს..“ – ნიკოლოზ ხარატი და ვაჩე ღვინიაშვილი დედებს დედის დღეს ულოცავენ

6585
Untitled design

„შუადღე Live“-ის ეთერით, მომღერლებმა ნიკოლოზ ხარატმა და ვაჩე ღვინიაშვილმა დედებს დედის დღე მიულოცეს.

მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მშობლის მიმართ სიყვარული და აღნიშნეს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დედას მათ ცხოვრებაში.

„დედა ის არის, რომ სულ გვერდით გიდგას.. ბოლოს და ბოლოს მან გშობა ამ ქვეყანაზე, მისი დამსახურებაა, რომ აქ ხარ.. ცას, ზღვას, ადამიანებს ხედავ და დადიხარ. ყველაფერი დედის დამსახურებაა.

დედაჩემი ჩემთვის განსაკუთრებულია.. ყველგან დამყვება, გვერდში მიდგას. ყოველთვის მარიგებს, რომ ვიყო თავმდაბალი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ცელქი კი ვარ, რაც ხელს მიშლის ჩემი მიზნების განხორციელებაში მაგრამ, მაინც ვცდილობ, რომ ვიყო კარგი შვილი და დედაჩემმა ჩემით იამაყოს.. მინდა თქვას, რომ შვილი გამიზრდიაო.

ელისო, ძალიან მიყვარხარ. ჩემი გულის ვარდის აყვავებული ყლორტი ხარ. ჩემი სიცოცხლე ხარ“, – აცხადებს ნიკოლოზ ხარატი.

ვაჩე ღვინიაშვილის თქმით კი „დედა მისთვის ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კარგია“.

„დედის გარეშე შეიძლება აზრი არ ჰქონდეს ჩემს სიცოცხლეს.. მარტოდმარტო მარტოსულობაში რომ არ დამტოვებს, ეს არის დედა ჩემთვის. ყველაზე მოსიყვარულეა, ყველაზე ლამაზია.. დედების პლუსია, რომ ყველა ყველაზე ლამაზია იმიტომ, რომ შვილებს ასე მიაჩნიათ. სწორი ადამიანია და დედობა იცის. მგონია, რომ დედად დაიბადა.

დედა გილოცავ დედის დღეს, რამდენი ხანიც მე ვიცოცხლებ, მინდა რომ იმდენი ხანი იყო შენც იმიტომ, რომ არასდროს მომბეზრდები, იმიტომ, რომ ვიყო ბედნიერი და ჩემს სუნთქვას და წამებს აზრი ჰქონდეს“, – ამბობს ვაჩე ღვინიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g