LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „მტერმა ოდითგანვე ვერაფერი გვიქნა, გვესეოდნენ, გვაოხრებდნენ – ვერ დავიჯერებ, რომ LGBT პროპაგანდით ქართველ ხალხს რამე დაემართება“

195
იაგო ხვიჩია

მტერმა ოდითგანვე ვერაფერი ვერ გვიქნა სხვა გზებით, გვესეოდნენ, გვაოხრებდნენ, ათასგვარ საცდურს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს და ახლა LGBT პროპაგანდის შედეგად, მე ვერ დავიჯერებ, რომ ქართველ ხალხს რამე დაემართება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნული იგი გამოეხმაურა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რისი მიღების აუცილებლობაც, ხვიჩიას თქმით, არ არსებობს.

„სისულელე, ყურით მოთრეული თემა – წამოვიდეს „ოცნება“, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება“ – ელისაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

„ჩვენ შემოტანილი გვაქვს კანონი LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ და „ქოცები“ არ გვიჭერენ მხარს, რითაც სიტყვა გენდერის, ანტიდისკრიმინაციული კანონის ბოდვა მუხლების და ა.შ. უაზრობების გაუქმება გვაქვს მოთხოვნილი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

ჩემი წარმოდგენით, მიუხედავად ამისა, ქართველ ხალხს LGBT პროპაგანდის მსხვერპლობა მაინც არ ემუქრება.

„ფსევდოლიბერალები ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ – ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი“ – მდინარაძე ახალი კანონპროექტის შინაარს განმარტავს

ჩვენ ოდითგანვე მტერმა ვერაფერი ვერ გვიქნა სხვა გზებით, გვესეოდნენ, გვაოხრებდნენ, ათასგვარ საცდურს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს და ახლა LGBT პროპაგანდის შედეგად, მე ვერ დავიჯერებ, რომ ქართველ ხალხს რამე დაემართება“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს – ბავშვის ფსიქოლოგიაშიც კი შევიდნენ – თურმე, დედიკოსა და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკოც ნორმალური

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნების“ გადაწყვეტილებით, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

magti 5g