საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „რუსული რეჟიმი“ აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის და ამზადებენ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში.
როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ასევე მთელი რიგი პროვოკაციების მოწყობა იგეგმება.
“მინდა ვთქვა, რომ რუსული რეჟიმი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის. ვიცი, რომ ისინი უახლოეს ხანებში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიის, რათა არჩევნებისთვის იდეოლოგიურ მზადყოფნაში იყვნენ. ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა გასული წლის 8 მარტის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმჟამინდელი პროტესტი ძალიან სწორი იყო.
“ 1 წელი გავიდა 8 მარტის გამოსვლებიდან. ესეც უკავშირდება იმას, რომ პროტესტი ყველა მთავრობის დროს ხდებოდა. 8 მარტის პროტესტი იყო ძალიან სწორი მიმართულების პროტესტი. მინდა იმ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც „აგენტების კანონის“ მიღება არ დაუშვა. ჩვენი ბავშვები იმიტომ არიან განსაკუთრებულები, რომ გაიზარდნენ არაკორუმპირებულ საქართველოში, სადაც ფასობდა შრომა და არ იყო ნეპოტიზმი“, – განაცხადა სააკაშვილმა.