LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ფსიქიკას რასაც ეუბნებით ის ჰგონია მართალი, შეგიძლია შენი თავი შენ თვითონ შეცვალო“ – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

220
--2022-05-24_14-48-53_140420

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე განმარტავს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ის პრობლემის წინაშეა.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი თავადვე შეცვალოს.

„ფსიქოლოგთან რომ მიდიხართ, მე რა, წამალს ვაძლევ? ამ დროს რა ხდება? მას აქვს ცუდი ფიქრები და მოდის ჩემთან, მიყვება. მე ამ ფიქრებს ვანაცვლებ სხვა ტიპის შინაარსით, მას ეს შინაარსი მიაქვს და მიდის ბედნიერი. ანუ, ჩემთან მოვიდა ცუდად, რისგან? თავისივე ფიქრებისგან. წაიღო ჩემს მიერ მომზადებული ფიქრები, რომელიც მოეწონა და უკვე კარგად არის, მერე მირეკავს, რომ პრობლემა აღარ აქვს.

ფსიქოლოგი ამისთვის არის, რომ მოგეხმაროთ, მაგრამ შეგიძლია შენი თავი შენ თვითონ შეცვალო. რასაც გაიფიქრებ, შენს ფსიქიკას ის ჰგონია მართალი. თქვენ ფსიქიკას რასაც ეუბნებით ის ესმის. საუბრის პროცესში, როდესაც მე მალაპარაკებით, მარტო მე კი არ მელაპარაკებით, თქვენი თავი გისმენთ“, – ამბობს ზურა მხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g