ლელა წურწუმიამ გადაცემაში დაიწუწუნა, რომ ვერაფრით შეეგუა დაგრძელებულ ფრჩხილებს და საკუთარი თითები მოკლე ფრჩხილებით უფრო მოსწონს. ამას კი, პირველ რიგში, პრაქტიკულობით ხსნის.
ახლახან მისი გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ გვერდზე გამოქვეყნდა სახალისო ვიდეო, სადაც ლელა გრძელი ფრჩხილებით შოკოლადის გახსნას ცდილობს.
„ტელეფონზე ხომ ვერ ვკრეფ ვერაფერს, რას ვწერ, კაციშვილმა არ იცის, წავშლი, ისევ დავწერ… აი, მაინც გავხსენი…“, იღიმის მომღერალი.