LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა

188
კროკუს სითი ჰოლი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა.

კვლავ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

„კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g