საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
მან გულშემატკივარს დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი გამარჯვება მართლაც ისტორიულია.
,,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწად ნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ.
ემოციური თამაში იყო, იმიტომ, რომ მინდოდა ეს ხალხი გამეხარებინა. არა მარტო მე არამედ ბიჭებს ყველას გვინდოდა რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა. ისინი იმსახურებენ ამას. გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ დავწერეთ ისტორია!…
პირველი პენალტი ვიცოდი სადაც დაარტყამდა, იმიტომ, რომ 4 პენალტი ჰქონდა ზუსტად დარტყმული მაგ კუთხეში, როცა ძალიან სჭირდებოდა გუნდს, ასე რომ ვიცოდი სადაც დაარტყამდა. და ბოლო რომელიც გააფუჭა ისიც ვიცოდი სად დაარტყამდა”, – ამბობს მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველომ საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.