LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

163
GITA

აჭარაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 6 გამარჯვებული გამოვლინდა:

  • Foodly – მომხმარებლებისთვის ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული რეზერვაციის სისტემის შეთავაზება.
  • Best Fare Pal – ციფრული პლატფორმა, სადაც მომხმარებელს (სატრანსპორტო საშუალების შეძენის მსურველს) საშუალება ექნება ერთი განაცხადის პრინციპით მიიღოს რამდენიმე სატრანსპორტო პროვაიდერისგან შეთავაზება და აირჩიოს საუკეთესო.
  • FormPerfect – ტექნოლოგია უზრუნველყოფს რეალურ დროში უკუკავშირს, რაც დაეხმარება მომხმარებლებს შეინარჩუნონ სწორი ფორმა, გაზარდონ მათი ვარჯიშის ეფექტურობა და შეამცირონ ტრავმების რისკი.
  • Starooms – სტარტაპი მიზნად ისახავს გააციფრულოს და გაამარტივოს ეზოთერული სერვისების მიწოდება აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის ბაზრებზე. 
  • რენოვოტრექ – პროექტის მიზანია გააძლიეროს დაინტერესებული მხარეების სარემონტო ინდუსტრიაში ინფორმაციის შეუფერხებლად მიღება-გაცემა პლატფორმით, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში პროგრესის თვალყურის დევნებასა და შესრულების შესახებ ინფორმაციის ცნობებას.
  • INFC – ციფრული ეკოსისტემა, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებს არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის კომუნიკაციის გამარტივებასა და ჩართულობის გაზრდაში დაეხმარება.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

ცნობისთვის, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა.

mazda magti 5g