„ქართული ოცნების“ მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას, ნანა მალაშხია ეხმაურება, რომელიც საზოგადოებამ გასულ წლის 7-9 მარტის აქციებზე წყლის ჭავლის წინ აფრიალებული ევროკავშირის დროშითა და გამბედაობით დაიმახსოვრა.
“არ მახსოვს იქ როგორ აღმოვჩნდი.. განსაკუთრებული მადლობა იმ წითელქუდიან ბიჭს..” – ნანა ცნობილი კადრის ისტორიას იხსენებს და თავის ემოციებზე ჰყვება
„დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ თქვენს კადრებს – ლაღები, თავისუფლები, ჭკვიანები – გვახსოვდეს, თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს
ნანა მალაშხიას განცხადებით, „ან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის! 🇪🇺“
„ეს ქვეყანა ჩვენია და არა უსამშობლოების !
გავიმარჯვებთ ! 🇬🇪“, – წერს ნანა მალაშხია.
„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს
მდინარაძე: „ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? ის არის კაცი, რომელმაც, პირდაპირი გაგებით, ქვეყნისთვის თავი გაწირა, ფულით არ შანტაჟდება“
„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე